მარიამ კვანტალიანი თებერვლიდან Amazon-ში იმუშავებს

მარიამ კვანტალიანი თებერვლიდან Amazon-ში იმუშავებს

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

მარიამ კვანტალიანი თებერვლიდან Amazon-ის გუნდს შეუერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას Marketer.ge ავრცელებს. მარიამი სიეტლში, ამაზონის სათავო ოფისში, WorldWide Operations დეპარტამენტში, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყებს მუშაობას.

“17 თებერვლიდან დავიწყებ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობას WorldWide Operations დეპარტამენტში, კერძოდ Outbound Network-ის გუნდში. ეს გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ოპერაციებთან, ფინანსებთან და ლოჯისტიკასთან, რათა მართოს ამაზონის მომხმარებლებისთვის პროდუქტების სწრაფი და ზუსტი მიწოდების პროცესი.” – ამბობს ის ინტერვიუში.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა